ფეხბურთი

22:32 | 2.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გველესიანის გოლი ირანში და შულაიას - უზბეკეთში

უზბეკეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „კიზილკუმმა“ „ანდიჯანი“ 3:0 დაამარცხა, აკაკი შულაიამ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-12 წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა. ეს მისთვის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში. მასპინძელთა რიგებში ასევე ითამაშა გიორგი კუხიანიძემ, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. „კიზილკუმი“ 22 ქულით მე-12 ადგილზეა.

ირანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა გიორგი გველესიანმა. „პერსეპოლისმა“ შინ „სანატ ნაფთს“ ვერ მოუგო (2:2), ხოლო ქართველმა მცველმა 75-ე წუთზე პენალტით თავისი გუნდი წინ გაიყვანა (2:1), მაგრამ სტუმრებმა ქულა მაინც მოიპოვეს. გველესიანმა 90 წუთი ითამაშა და სეზონში მეორე გოლი მიითვალა. „პერსეპოლისი“ 18 ქულით მეორეა და ქულით ჩამორჩება ლიდერ „ესტეღლალს“.

0.131741