ფეხბურთი

21:59 | 2.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

El Pais: მესი მარადონაა, ნარკოტიკის და ალკოჰოლის გარეშე

ესპანურმა გამოცემა El Pais-მა ლიონელ მესის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ის არის დიეგო მარადონა, ოღონდ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გარეშე.

„არგენტინელები თითქმის ყველაფერს წვრილმანებში ზომავენ და მესი იმდენჯერ შეადარეს რონალდუს, რომ ერთის სწორ ზომას მეორის გარეშე ვეღარ წარმოვიდგენთ. ეს მათი ფეხბურთის მოედანია. თუმცა, მესის მარადონასაც ადარებენ და ერთადერთი, ვინც დედამიწაზე დიეგოა, ისაა. დიეგო, რომელიც ფეხბურთზეა ორიენტირებული, ნარკოტიკებისგან, ალკოჰოლისა და ძალიან ბევრი მეგობრისგან შორს. მესი, რომელიც მარადონაა ყველაფრის გარეშე. თუნდაც ოჯახი მას იცავდა წარმატებისგან, ამიტომაც, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერში მისი მშობლების, ძმის, ცოლის და შესაძლოა, შვილების აზრს“, - წერს ესპანური გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ რამდენიმე დღის წინ „ოქროს ბურთი“ კარიერაში მერვედ მოიგო.

0.113149