„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია სერია A-ს ოქტომბრის MVP გახდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.
შენგელია ოქტომბერში სერია A-ს მატჩებში საშუალოდ 14.5 ქულას, 6.3 მოხსნას და 3.8 პასს აგროვებდა, მისი საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23.5 იყო. თორნიკე ორქულიანებს გასულ თვეში 65.4%-იანი სიზუსტით, სამქულიანებს 50%-ით, ხოლო საჯარიმოებს 75%-ით ისროდა.
მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია სერია A-ს გარდა, მანამდე ევროლიგის ოქტომბრის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო.