ფეხბურთი

17:14 | 2.11.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" როდრიგოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ როდრიგოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

როდრიგო „რეალის“ ღირსებას 2028 წლამდე დაიცავს და მისი შეძენის მსურველ გუნდს 1 მილიარდი ევროს გაღება მოუწევს - სწორედ ესაა ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა.

როდრიგომ „რეალის“ რიგებში 179 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა „სამეფო კლუბში“ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, ესპანეთის თასის და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:00 | 07.02.2016
juansher (788)

ვაა, მესამეზეა ხიმნასტიკი. რომ გადავიდეს პრიმერაში, ვერა?

20:41 | 07.02.2016
XoMe (1384)

აბურჯანიას საგოლე პასი : )

20:00 | 07.02.2016
XoMe (1384)

აბურჯანია ძირითადშია : )

19:24 | 07.02.2016
ika13 (912)

მაგას ეხებოდა ამ მატჩების ჩატარება? :-)

0.067489