თამაშგარე

16:39 | 2.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერიალმა „ბექჰემმა“დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია

როგორც იცით, Netflix-მა "მანჩესტერ იუნაიტედის", „მადრიდის რეალის“ და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდაზე დევიდ ბექჰემზე დოკუმენტური ფილმების სერია გადაიღო. სერიალი, რომლის პრემიერაც 4 ოქტომბერს შედგა 4 ეპიზოდისგან შედგება. აღნიშნული დოკუმენტური ფილმი დევიდის ცხოვრებისა და კარიერის საინტერესო მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. საინტერესოა, რომ "ბექჰემის" შექმნაზე ოსკარის მფლობელი რეჟისორი ფიშერ სტივენსი და ემის ჯილდოს მფლობელი პროდიუსერი ჯონ ბატსეკი მუშაობდნენ.

სერიალის გამოსვლას უკვე საინტერესო სჯა-ბაასი მოჰყვა. საზოგადოების ერთ ნაწილს ფილმი ძალიან მოეწონა და მეტიც - ეპოქალურად მიჩნიეს. თუმცა, არცთუ მცირეა იმ ხალხის რიცხვი, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დევიდის და მისი ცოლის, ვიქტორია ადამს-ბექჰემის პოპულარობისკენ მუდმივი სწრაფვის მეტს ვერაფერს ხედავენ და სერიალიც (როგორც კინოპროდუქტი) მდარედ მიაჩნიათ.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სერიალი „ბექჰემი“ აქამდე სპორტულ თემატიკაზე გადაღებულ სერიალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულია და რეიტინგის მოხვეჭას დღემდე აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11058