ბათუმში 15-წლამდე საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო ტურნირი, "ბათუმის თასი" დასრულდა. ტურირნის გამარჯვებული დინამო თბილისის 15-წლამდე გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური ვალენსია 2:0 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში, სფფ-ის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედოს 2:1 სძლია..
აჭარაბეთ არენაზე ჩატარებული ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ჩემპიონის და ტუნირის სხვა მონაწილე გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე მონაწილეობდნენ.
ბათუმში ტურნირი 28 ოტომბრიდან მიმდინარეობდა და შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), ,,ოლიმპიკი მარსელი” (საფრანგეთი), ,,რიზესპორი“ (თურქეთი), „დინამო ბათუმი“ (საქართველო), „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია“ (საქართველო), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ტორპედო ქუთაისი“ (საქართველო).
აღნიშნული ტურნირი საფეხბურთო კლუბ "დინამო ბათუმის" 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.