Sky Sport-ის ჟურნალისტმა დავიდე კამიჩოლიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველმა „მილანის“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ის იმედოვნებს, რომ კვარა ვიქტორ ოსიმენისთვის სტიმული იქნება.
„იმედი მაქვს, ეს კვარაცხელიას სეზონი იქნება, რომელშიც შეძლებს იმ დონის დადასტურებას, რაც გასულ სეზონში აჩვენა. „მილანთან“ მან დიდებული რაღაცები გააკეთა, მას საოცარი მოძრაობები და ტექნიკა აქვს. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გადამწყვეტი ფეხბურთელი გახდეს. მიმაჩნია, რომ ასეთ კარგ ფორმაში მყოფი კვარაცხელია შეიძლება სტიმული იყოს ოსიმენისთვის, როცა ის დაბრუნდება“, - თქვა კამიჩოლიმ.