ფეხბურთი

19:32 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩილეს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი: "ალბათ, ყველა გაგიჟდა, მესი ოქროს ბურთს არ იმსახურებდა"

ჩილეს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მაურისიო პინილიამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგებას არ იმსახურებდა და საფეხბურთო სამყარო შეიშალა. ის ასევე ემილიანო მარტინესის საუკეთესოდ დასახელებასაც არ ეთანხმება.

„თუ MLS-ში მოთამაშე ფეხბურთელი ოქროს ბურთს იგებს, ეს ნიშნავს, რომ ყველანი გავგიჟდით ან MLS-ი გახდა გლობალური სპორტული ძალის მქონე ლიგა. მსოფლიოს ჩემპიონატის გამო მისცეს? მაშინ რატომ აჯილდოებენ ფეხბურთელს მთელი წლის შედეგებით, თუ მხოლოდ ერთი ტურნირია განსახილველი? ვფიქრობ, რომ მესი საუკეთესო არ იყო. ემილიანო მარტინესი რომ საუკეთესო მეკარე გახდა, ეს საერთოდ სასაცილოა“, - თქვა პინილიამ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი მერვედ მოიგო. მაურისიო პინილიას ჩილეს ნაკრებში 45 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, კარიერის განმავლობაში კი ძალიან ბევრ გუნდში ითამაშა, საუკეთესო წლები იტალიაში გაატარა „პალერმოს“, „კალიარის“, „ჯენოას“ და „ატალანტას“ რიგებში.

0.120921