ფეხბურთი

17:38 | 1.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და გრაცულ დერბის გამოტოვებს

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასზე თანაქალაქელ „გრაცერს“ ესტუმრება, მაგრამ ოთარ კიტეიშვილი ალბათ მოედანზე ვერ გავა.

როგორც მატჩამდე კრისტიან ილცერმა თქვა, მას აქილევსის მყესი აწუხებს. „ქრონიკულ ტრავმას ჰგავს და მეეჭვება მისი გამოყენება შევძლოთ“, - აღნიშნა ილცერმა.

კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაშიც გამოტოვა ბოლო მატჩი „აუსტრიას“ წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 16 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ „შტურმი“ ავსტრიის თასის მოქმედი გამარჯვებულია.

0.123655