ფეხბურთი

15:40 | 1.11.2023 | ნანახია 618 - ჯერ

ნეიმარს ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ და სავარაუდოდ 1 წელი ვერ ითამაშებს

„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი ნეიმარი ხუთშაბათს ოპერაციას გაიკეთებს. ფეხბურთელის მოთხოვნით ქირურგიული ჩარევა ბელუ ორიზონტეში მოხდება, ბრაზილიის ნაკრების ექიმის, როდრიგო ლასმარის მეთვალყურეობით.

მიუხედავად იმისა, რომ „ალ-ჰილალი“ ამის წინააღმდეგი იყო, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა მიზანს მაინც მიაღწია.

სავარაუდოდ, ნეიმარი 10 თვიდან 1 წლამდე იუქმებს, შესაბამისად, ფეხბურთს მხოლოდ მომდევნო სეზონის დასაწყისში თუ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა უმძიმესი ტრავმა ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებების მატჩში მიიღო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:07 | 30.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ასაკმა მიუკაკუნა

0.064211
618