რუმინეთის თასის მეორე ეტაპზე „პეტროლულმა“ სტუმრად „ჩინდია ტარგოვისტე“ 2:0 დაამარცხა, გიორგი აბუაშვილმა კი სადებიუტო გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე მე-80 წუთამდე იყო, ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, როცა მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერად და ეფექტურად დაურტყა.
გიორგი აბუაშვილი „პეტროლულში“ „პორტუს“ ჰყავს განათხოვრებული და ეს მისთვის რუმინეთში სულ მეორე მატჩი იყო, პირველი ძირითად შემადგენლობაში.