საუდის არაბეთის თასის მერვედფინალში "ალ-ნასრმა" "ალ-ეტიფაქი" დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 107-ე წუთზე სადიო მანემ გაიტანა.
სტუმარი გუნდის ფანებმა რონალდუს პროვოცირება სცადეს და "მესი, მესის" სკანდირებდნენ, რაც პორტუგალიელს რეაქციის გარეშე არ დაუტოვებია და მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა.