„ბაზელში“ ყოველი თვის შემდეგ გულშემატკივრებში გამოკითხვას ატარებენ და თვის საუკეთესო გოლის ავტორს ირჩევენ.
თუმცა, შვეიცარიულ კლუბში ოქტომბერში ეს ჯილდო არავის გადაეცემა და არც გამოკითხვა ჩატარდება. რატომ? „ბაზელმა“ ოქტომბერში გოლი ვერ გაიტანა...
კლუბის სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი განათავსეს: „ოქტომბერი გოლის გარეშე = თვის საუკეთესო გოლი არ არის“.
„ბაზელმა“ ოქტომბერში „უშისთან“ (0:3), „იანგ ბოიზთან“ (0:3), „სერვეტთან“ (0:1), „ლოზანასთან“ (0:3). ამ სერიის შემდეგ ჰეიკო ვოგელი მოხსნეს და ახალი მწვრთნელი ფაბიო სელესტინი იქნება, რომელიც დღეს დანიშნეს, სეზონის ბოლომდე. სხვათა შორის, მანამდე, ერთი თვის წინ ტიმო შულცი გაათავისუფლეს. ამრიგად, შვეიცარიულ კლუბს ახლახან დაწყებულ სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ბაზელი“, რომლის ღირსებას გაბრიელ სიგუა იცავს, შვეიცარიის სუპერლიგაში 11 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლო ადგილზეა და ღრმა აუტსაიდერია...