ფეხბურთი

19:20 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარაცხელიას ბოლო წუთზე რომ გაეტანა, გარსიას შედევრზე ვილაპარაკებდით"

ვეტერანმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი შეაფასა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო წამზე გოლი რომ გაეტანა, ყველა რუდი გარსიას შედევრზე ისაუბრებდა.

„გარსიამ გამოავლინა გამბედაობა და შესვენებაზე ტაქტიკა შეცვალა. ცოტა დაბნეულობა გამოიწვია პოლიტანოს ძანოლით შეცვლამ, მაგრამ მთლიანობაში მისმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. კვარაცხელიას ბოლო წუთზე რომ გაეტანა და „ნაპოლის“ 0:2-დან მოეგო, გარსიას შედევრზე ვილაპარაკებდი. ვფიქრობ, ხვიჩას იმ მომენტში სიზუსტე დააკლდა, რამდენიმე წუთით ადრე რომ ჰქონდა ეს შანსი, ვფიქრობ, გოლს გაიტანდა“, - თქვა მარკოლინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „მილანთან“ პირველ ტაიმი 0:2 წააგო, მაგრამ საბოლოოდ ქულა მოიპოვა - 2:2.

0.133119