ფეხბურთი

18:09 | 31.10.2023 | ნანახია 342 - ჯერ

ოფიციალურად: ვინისიუსმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ ვინისიუს ჟუნიორს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბრაზილიელმა შემტევმა „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ვინისიუსი „რეალმა“ „ფლამენგოდან“ 2018 წელს შეიძინა. მას შემდეგ მან 235 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა. მადრიდულ გრანდში სამხრეთამერიკელმა ორ-ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:38 | 31.10.2023
Kobe Bean (21683)

რა მზეა ეს ვინიციუსი და რამდენ შანსს აძლევენ რეალში.პირველი ორი წელი ეს თამაშობდა,პანღურის რტყმევით გასაგდები იყო.არც ეხლაა სასწაული

0.068631