ფეხბურთი

16:56 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსი: "ფარსი იყო, მესიმ ოქროს ბურთი დაუმსახურებლად მოიგო"

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას ფარსი უწოდა და თქვა, რომ ლიონელ მესიმ ეს ჯილდო ამჯერად დაუმსახურებლად მოიგო.

„ტიტული დაუმსახურებელია. ეს იმის დასტურია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს. ხმის მიცემის პროცედურა ფარსია, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის მესის ფანი ვიყავი.

მთელი წელი ჰოლანდი უკეთ თამაშობდა. ჩემი აზრით, მასზე უკეთესი არავინ ყოფილა, ის საუკეთესო იყო ბოლო 12 თვის განმავლობაში, „სიტიში“ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო და რეკორდები დაამყარა“, - თქვა მათეუსმა.

შეგახსენებთ, რომ ლოთარ მათეუსმა ოქროს ბურთი 1990 წელს მოიგო.

0.109479