ფეხბურთი

16:22 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ნიკოლო ფაჯოლის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ნიკოლო ფაჯოლის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

ცნობილი ჟურნალისტის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს დღეებში ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.

ფაჯოლის კონტრაქტი ამჟამად ძალაში 2026 წლამდეა, მაგრამ ის 2028 წლამდე განახლდება. ამ ჟესტით ტურინული კლუბი ფაჯოლის რთულ პერიოდში მხარდაჭერას უცხადებს, რადგან 22 წლის ფეხბურთელი 7 თვით დისკვალიფიცირებულია. ის მოედანზე მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში დაბრუნდება.

ნიკოლო ფაჯოლი „იუვენტუსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

0.114404