სლუცკი გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის, ანდრეი კარპოვიჩის წასვლის შემთხვევაში, მთავარი კანდიდატია. „წითელ-თეთრები“ ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მაგომედ ადიევის კანდიდატურასაც განიხილავენ.
ყაზახეთის პრემიერ ლიგის 2023/2024 წლების სეზონში „აქტობემ“ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საგზურიც მიიღო.
სლუცკის ბოლო სამუშაო ადგილი ყაზანის „რუბინი" გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით კლუბი პრემიერლიგიდან დაქვეითდა. მანამდე სლუცკი „ჰალ სიტიში“, „ვიტესში,“ ცსკა-ში, „მოსკვაში,“ „კრილია სოვეტოვსა“ და რუსეთის ნაკრებში მუშაობდა.