ფეხბურთი

14:09 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალია 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას აღარ აპირებს

ავსტრალიამ გადაწყვიტა, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადი აღარ წარადგინოს - გვამცნობს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის წინადადების წარდგენის შესაძლებლობა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ეს არ გაგვეკეთებინა 2034 წლის შეჯიბრისთვის.“ - ნათქვამია ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადი ადრეც შეიტანა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, 2030 წელს კი ტურნირს 6 ქვეყანა უმასპინძლებს: ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი, მაროკო, ესპანეთი და პორტუგალია.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე გავიდა.

0.118392