ფეხბურთი

12:24 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: „განათლება გარდამტეხია“

მადრიდის „რეალის" გარემარბმა, ვინისიუსმა, მისი ჰუმანიტარული შრომის აღსანიშნავად მიღებულ სოკრატესის პრიზზე ისაუბრა.

„განათლება არის განმათავისუფლებელი და გარდამტეხი. 19 წლის ასაკიდან გადავწყვიტე ამ სფეროში ინვესტიცია ჩამედო, საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. 23 წლისამ სოკრატესის პრემია მივიღე და დიდი სიამაყე ვიგრძენი. ჩვენი მუშაობა ვინისიუსის ინსტიტუტთან ახლა იწყება. ვიმედოვნებ, უფრო ხშირად დავბრუნდები, რათა შევაგროვო პრიზები, რომლებიც ასახიერებენ ჩემს ბრძოლას უფრო სამართლიანი სამყაროსთვის.

არაფერია უფრო ინოვაციური ვიდრე პედაგოგები. ბიჭებო, თქვენ ხართ ინსტიტუტის შთაგონება და მხარდაჭერა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაგიზიაროთ კარგი ამბავი: მალე გაიხსნება ვინისიუს ჯუნიორის სახელობის სკოლა. პროექტი უკვე შემუშავებულია. ეს იქნება რაღაც თანამედროვე, რომელიც ჩამოაყალიბებს მოქალაქეთა თაობების მსოფლმხედველობას. ჩვენ მოძრაობაში ვართ!“ – წერს ვინისიუსი სოციალურ ქსელში.

თეგებივინისიუსი
0.132567