ფეხბურთი

11:46 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბექემი: „დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია მესის კარგი წვეულება მოვუწყოთ მაიამიში"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი და მაიამის „ინტერის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი, ლიონელ მესის მიერ 2023 წლის „ოქროს ბურთის“ მოპოვებას გამოეხმაურა.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის თქმა, რომ ის მაიამის „ინტერის“ ფეხბურთელია და ჩვენს ქალაქშია. ლეო თავისებურად აღნიშნავს ამ წარმატებას თანაგუნდელებთან და ოჯახთან ერთად. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავაფასოთ ისე როგორც ამას მაიამიში აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია კარგი წვეულება მოვუწყოთ“, - განაცხადა ბექემმა.

36 წლის არგენტინელმა გამოკითხვაში ერლინგ ჰოლანდს („მანჩესტერ სიტი“) და კილიან მბაპეს (პსჟ) აჯობა, რომლებმაც შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

შარშან მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ის ფინალის და მთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მუნდიალის 7 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მესისთვის ეს „ოქროს ბურთი“ მერვე გახლავთ კარიერაში. მანამდე ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019 და 2021 წლებში აღიარეს.

მესი ამერიკული MLS-ის პირველი ფეხბურთელია, ვინც ეს ჯილდო მოიპოვა.

0.125452