10:49 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, პრემიერლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი დაასახელა.

„ყოველთვის მიყვარს იმის თქმა, რასაც ნამდვილად ვგრძნობ. მჯერა, რომ „ტოტენჰემი“ ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება. მათ იყიდეს ჯეიმს მედისონი, რომელიც შესანიშნავი მოთამაშეა. ის არის დამაკავშირებელი ნახევარდაცვასა და შემტევ ზონებს შორის და გუნდს გარკვეული ტექნიკური ხიბლი მოუტანა.

მათ ასევე შეიძინეს მიკი ვან დე ვენი, რომელიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებული მოთამაშეა. მანამდე მათ ამ სფეროში პრობლემები ჰქონდათ. სონის ცენტრში გადასვლაც ძალიან მოუხდათ.

რაც შეეხება პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულს, რა თქმა უნდა, დავასახელებ „არსენალს,“ „ლივერპულს,“ „ტოტენჰემს“ და „მანჩესტერ სიტის.“ ისინი ამ მომენტში ლიგის საუკეთესო ოთხეულს ქმნიან“, - ციტირებს ვენგერის სიტყვებს beIN Sports.

0.112577