ფეხბურთი

10:07 | 31.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ ტოპმიოლერის რეკორდი გააუმჯობესა

ლევერკუზენის „ბაიერმა“ ბუნდესლიგის მე-9 ტურში „ფრაიბურგი“ დაამარცხა - 2:1. ჩაბი ალონსოს გუნდისთვის ეს მიჯრით მერვე გამარჯვებაა ყველა ტურნირზე.

მანამდე „ბაიერმა“ ევროპის ლიგაზე „ყარაბაღს“ (5:1), „მიოლდეს“ (2:1) და „ჰაკენს“ (4:0) მოიგო, ბუნდესლიგაში კი „ვოლფსბურგი“ (2:1), „კიოლნი“ (3:0), „მაინცი“ (3:0) და „ჰაიდენჰაიმი“ (4:1) დაამარცხა.

გატანილი და გაშვებული გოლების ჯამური ანგარიში 25:5 გახლავთ.

ამგვარად, ჩაბი ალონსო გახდა „ბაიერის“ პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ რვა მატჩი მოიგო ყველა ტურნირზე, მას შემდეგ რაც კლუბი ბუნდესლიგაში გადავიდა (1979). ესპანელმა სპეციალისტმა კლაუს ტოპმიოლერის რეკორდს გადააჭარბა, რომლის დროსაც ბაიერმა 2001/2002 წლების სეზონში ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო. მან ასევე გააუმჯობესა საკუთარი რეკორდიც - ზედიზედ შვიდი მოგებული მატჩი გასულ სეზონში.

0.111233