როგორც მოსალოდნელი იყო, 2023 წლის ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ მოიგო. არგენტინელის გამარჯვების შესახებ ინფორმაციამ მედიაში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაჟონა.
ვინაიდან, France Football-ის გამოკითხვაში უპირატესობა 2022 წლის მუნდიალს ენიჭებოდა, მესის გამარჯვება ლოგიკურია. არგენტინელმა ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა (მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა 5 ოქროს ბურთით).
2023 წელს მესის გარდა, ხუთეულში მოხვდნენ ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, კევინ დე ბრუინი და როდრი.
ქალთა შორის ოქროს ბურთს „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი აიტანა ბონმატი დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც ჰარი კეინი, ჯამალ მუსიალა, ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი და სხვები არიან.
რაც შეეხება ყველა ნომინაციის გამარჯვებულებს:
ოქროს ბურთი (ვაჟებში) - ლიონელ მესი
ოქროს ბურთი (ქალებში) - აიტანა ბონმატი
საუკეთესო მეკარე - ემილიანო მარტინესი
საუკეთესო თავდამსხმელი - ერლინგ ჰოლანდი
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ჯუდ ბელინგემი
წლის გუნდი - „მანჩესტერ სიტი“
წლის ქალთა გუნდი - „ბარსელონა“
წლის ქველმოქმედების პრიზი (სოკრატესის პრიზი) - ვინისიუსი
ოქროს ბურთი 2023 - TOP 30
1. ლიონელ მესი (პსჟ/ინტერ მაიამი, არგენტინა)
2. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
3. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)
4. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
5. როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)
6. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
7. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა)
8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)
9. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)
10. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)
11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
12. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)
13. იასინ ბონო (სევილია/ალ-ჰილალი, მაროკო)
14. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა, გერმანია)
15. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
16. კარიმ ბენზემა (რეალი/ალ-იტიჰადი, საფრანგეთი)
17. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)
18. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი, ინგლისი)
19.ჰარი კეინი (ტოტენჰემი/ბაიერნი, ინგლისი)
20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)
21. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი)
22. კიმ მინ-ჯე (ნაპოლი/ბაიერნი, სამხრეთ კორეა)
23. ანდრე ონანა (ინტერი/მანჩესტერი, კამერუნი)
24. ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)
25. იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი/მანჩესტერ სიტი, ხორვატია)
26. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია)
27. ნიკოლო ბარელა (ინტერი, იტალია)
28-29. რანდალ კოლო მუანი (აინტრახტი/პსჟ, საფრანგეთი)
28-29. მარტინ ოდეგორი (არსენალი, ნორვეგია)
30. რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)