France Football-მა 2023 წლის საუკეთესო მეკარე გამოავლინა, რომელსაც ლევ იაშინის სახელობის პრიზი გადაეცა.
ეს ჯილდო არგენტინელ ემილიანო მარტინესს ერგო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამ დაჯილდოებაზე კი გასული მუნდიალის შედეგები უპირატესია, მიუხედავად იმისა, რომ ის 2022 წელს ჩატარდა. მეკარეების საუკეთესო ათეული ასეთია:
1. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)
2. ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)
3. იასინ ბონო (სევილია/ალ-ჰილალი, მაროკო)
4. ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია)
5. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, გერმანია)
6. ანდრე ონანა (ინტერი/მანჩესტერი, კამერუნი)
7. დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები/ფენერბაჰჩე, ხორვატია)
8. აარონ რამსდეილი (არსენალი, ინგლისი)
9. მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი)
10. ბრაის სამბა (ლანსი, საფრანგეთი)