ფეხბურთი

21:38 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა

France Football-ი დღეს 2023 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულს დაასახელებს. ნომინანტ 30 ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, რომელიც მე-17 ადგილზე გავიდა.

ფრანგული ჟურნალი თანმიმდევრობით ასახელებს ვინ რომელ ადგილზეა, შედეგად, უკვე გაირკვა, რომ ხვიჩა მე-17 პოზიციაზეა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემს, ჰარი კეინს, ბუკაიო საკას, ლაუტარო მარტინესს და სხვა ვარსკვლავებს უსწრებს.

ქართველი ფეხბურთელი დაჯილდოების ცერემონიალს ესწრება, სადაც მეუღლესთან ერთად მივიდა (იხილეთ ვიდეო).

მერვე ადგილზე გავიდა ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.

ოქროს ბურთი 2023

1. ლიონელ მესი (პსჟ/ინტერ მაიამი, არგენტინა)

2. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)

3. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

4. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)

5. როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი)

6. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)

7. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა)

8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)

9. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)

10. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)

11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)

12. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)

13. იასინ ბონო (სევილია/ალ-ჰილალი, მაროკო)

14. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა, გერმანია)

15. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)

16. კარიმ ბენზემა (რეალი/ალ-იტიჰადი, საფრანგეთი)

17. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)

18. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი, ინგლისი)

19.ჰარი კეინი (ტოტენჰემი/ბაიერნი, ინგლისი)

20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)

21. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი)

22. კიმ მინ-ჯე (ნაპოლი/ბაიერნი, სამხრეთ კორეა)

23. ანდრე ონანა (ინტერი/მანჩესტერი, კამერუნი)

24. ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)

25. იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი/მანჩესტერ სიტი, ხორვატია)

26. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია)

27. ნიკოლო ბარელა (ინტერი, იტალია)

28-29. რანდალ კოლო მუანი (აინტრახტი/პსჟ, საფრანგეთი)

28-29. მარტინ ოდეგორი (არსენალი, ნორვეგია)

30. რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149573