ფეხბურთი

14:48 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "აიაქსში" ახალი მწვრთნელი დანიშნეს

„აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად 59 წლის ჯონ ვან ტ’სხიპი დაინიშნა. მან ნიდერლანდურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ვან ტ’სხიპი ბოლოს საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი, „ცვოლეს“, „მელბურნის“ და „ჩივასის“ თავკაცი იყო. ის ძალიან კარგად იცნობს „აიაქსს“, რადგან 1981-1992 წლებში ფეხბურთელის რანგში იცავდა ამსტერდამელთა ღირსებას, შემდეგ სხვადასხვა წლებში ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი და პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. ასევე, 2004-2008 წლებში ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

ჯონ ვან ტ’სხიპმა მორის სტეინი შეცვალა, ხოლო ჰედვიგეს მადურო, რომელიც ბოლო ორ მატჩში დროებითი მწვრთნელი იყო, 59 წლის ნიდერლანდელის სტაფში იმუშავებს. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძეს ვან ტ'სხიპისთვის მოუწევს შესაძლებლობების დამტკიცება, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

ვან ტსხიპის დებიუტი 2 ნოემბერს, „ვოლენდამის“ წინააღმდეგ შედგება. „აიაქსს“ აგვისტოს შემდეგ თამაში არ მოუგია და ერედივიზიონში 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.11716