ფეხბურთი

10:23 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ორმაგი მეურვეობის მიუხედავად ხიფათს ქმნიდა"

იტალიურმა მედიამ „ნაპოლი“ – „მილანი“ მატჩის (2:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. ამჯერად ქართველს საუკეთესო შეფასებები არ მიუღია, მაგრამ არც ყველაზე ცუდი.

Corriere Della Sera 6.5 ქულა: „სპრინტი, ფინტი, გადახვევები: ის „ეშმაკს“ აწუხებს“.

Calciomercato 6 ქულა: „მშვენიერი დუელი კალაბრიასთან. „მილანის“ მცველი მას ძალიან ცოტა სივრცეს უტოვებს, ორმაგი მეურვეობა მუდმივია, მაგრამ ქართველი ხიფათს ხშირად ქმნის. ბოლო წამებში ქაოსი შექმნა და ახლოს იყო გამარჯვების გოლის გატანასთან, მაგრამ მენიომ ეს არ გააკეთებინა“.

Mediaset 6.5 ქულა: „მთელი 90 წუთის განმავლობაში მარცხენა ფლანგიდან უტევდა ჩვეული ხარისხით და არაპროგნოზირებადობით“.

Eurosport 6.5 ქულა: „თავისუფალ სივრცეებში დამანგრეველია. კალაბრია მას თითქმის მთელი მატჩი არ სცილდებოდა, მაგრამ სისწრაფით გავლენა მაინც მოახდინა. მე-60 წუთზე ლამის ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლთან ძალიან იყო“.

Tuttomercatoweb 6 ქულა: „კალაბრიამ შარშანდელივით კარგად გაანეიტრალა, მაგრამ როდესაც ის თავის ტექნიკასთან ერთად სისწრაფეს რთავს, ყოველთვის სასიამოვნო სანახავია“.

Tuttonapoli 6 ქულა: „პოლიტანო 27-ე წუთზე კარის წინ დატოვა. ხშირად უწევდა ორ მეტოქესთან დაპირისპირება და მაინც ცდილობდა რიცხობრივი უპირატესობის შექმნას. ბოლოს ჰქონდა შანსი „სტადიო მარადონა“ აეფეთქებინა, მაგრამ დაქანცულმა კუთხეში ვერ დაარტყა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ნოემბერს „სალერნიტანას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.111084