„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ინტერთან“ მატჩის (0:1) შემდეგ მსაჯები და სერია A-ს ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, „რომას“ ფეხბურთელებს პატივს არავინ სცემს.
„მსაჯმა ყვითელი ბარათები ჩვენს ფეხბურთელებს შერჩევით დაურიგა. ცენტრალური მცველები ნდიკა და მანჩინი, ორი ნახევარმცველი პარედესი და კრისტანტე გააფრთხილა. მათ პავარი ყვითელი ბარათის მიღებისთანავე შეცვალეს, ჩვენ ეს არ შეგვიძლია.
ვწუხვარ ბიჭების გამო, რადგან მათ დიდი ძალისხმევა გაიღეს. ასევე ვწუხვარ, რომ ჩემი ფეხბურთელების მიმართ პატივისცემა არ არსებობს. მანჩინისა და ნდიკასთან დამოკიდებულება ყველაფერს ადასტურებს.
ნახევარი გუნდი არ გვყავდა: სპინაცოლა, სმოლინგი, დიბალა და პელეგრინი გვაკლდნენ. აქ ნახევარი გუნდის გარეშე მოვედით და სერია A-ს ხელმძღვანელობისგან მორიგი „საჩუქრით“, რადგან ორშაბათს არ გვათამაშეს ევროპა ლიგის შემდეგ, არამედ 3 დღეში, კვირას გვათამაშეს. ჩემი ფეხბურთელები მეტს იმსახურებდნენ“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომა“ სერია A-ში 10 ტურის შემდეგ 14 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ლაციოს“ შეხვდება.