რაგბი

10:55 | 30.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილის დუბლი TOP 14-ში

საფრანგეთის ტოპ 14-ის მეოთხე ტურში „ლიონმა“ „კლერმონს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 41:22 გაიმარჯვა.

სტუმრებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს 13:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეოცე წუთზე დავით ნინიაშვილმა მოახერხა ლელოს დადება, რითაც სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ „ლიონი“ უკეთ ათამაშდა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

ნინიაშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა მორაგბემ მე-80 წუთზე მეორედ უწია მეტოქის ჩათვლის მოედანს და დუბლი შეასრულა, რითაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ნინიაშვილის გარდა, ბექა საღინაძემაც ითამაშა.

„ლიონი“ 2 მოგებით და 2 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 4 ნოემბერს, „რასინგს“ ესტუმრება.

0.115173