ფეხბურთი

23:22 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" ფანების თავდასხმის შედეგად ფაბიო გროსომ დაზიანებები მიიღო

„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო „მარსელთან“ მატჩის წინ დაშავდა, რის გამოც თამაშის ჩატარების საკითხი ეჭვქვეშაა.

„ველოდრომის“ სტადიონთან „ლიონის“ ავტობუსს მარსელელი ფანები ჩაუსაფრდნენ და ქვები ესროლეს, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა, რომელიც გროსოს სახეში მოხვდა და დაზიანდა.

ის ავტობუსიდან საკუთარი ფეხით გადავიდა, მერე კი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, იტალიელის ასისტენტ რაფაელ ლონგოს შუშის ნატეხი თვალში მოხვდა.

ლიგა 1-მა გადაწყვიტა, რომ მატჩი არ ჩატარებულიყო და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

0.120646