ჭიდაობა

23:03 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის ბრინჯაო: საქართველომ 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა

ალბანეთში გამართული მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ბოლო მედალი ხვიჩა ანანიძემ მოუტანა.

77 კგ წონით კატეგორიაში მან გუშინ ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, სადაც მარცხი განიცადა და დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელ ატილა ტოეშმაგის 3:1 აჯობა.

შედეგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი თითო ოქროს (გიორგი თოხაძე), ვერცხლის (რომეო ბერიძე) და ბრინჯაოს (ხვიჩა ანანიძე) მედლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126414