ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელშიც „იუნაიტედს“ „სიტიმ“ იოლად აჯობა.
პეპ გვარდიოლას გუნდი ფავორიტი იყო „ოლდ ტრაფორდზე“ და სტატუსი გაამართლა. დუბლი შეასრულა ერლინგ ჰოლანდმა, ხოლო საბოლოო ანგარიში კი ფილ ფოდენმა დააფიქსირა - 0:3.
„მანჩესტერ სიტიმ“ 24 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებს „არსენალთან“ ერთად იყოფს, ხოლო ლიდერ „ტოტენჰემთან“ ჩამორჩენა 2 ქულაა.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ 10 ტურში 5 მოგება და 5 წაგება აქვს, შესაბამისად, 15 ქულით მერვე საფეხურზეა.
„მანჩესტერი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ჰოლანდი (26, პენ), 0:2 ჰოლანდი (49), 0:3 ფოდენი (80)