საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური „გაგრას“ და „ტორპედოს“ მატჩით დასრულდა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.
„გაგრამ“ პირველ ნახევარში საბა მამაცაშვილის გოლით დაწინაურება შეძლო, მაგრამ მეორე ნახევარში სტივ კინის გუნდმა სიტუაცია შეცვალა. ჯერ ნიკოლა ნინკოვიჩმა გაათანაბრა, მერე ფრანსუა ეკონგოლომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ტორპედომ“ ამ მოგებით 51 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამგურალს“ ეთამაშება, ხოლო „გაგრა“ 29 ქულით მეცხრეა და წინ „დინამო ბათუმთან“ თამაში აქვს.
„გაგრა“ – „ტორპედო“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 მამაცაშვილი (27), 1:1 ნინკოვიჩი (48), 1:2 ეკონგოლო (65)