საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში „დინამო თბილისმა“ „სამგურალი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, რითაც წარუმატებელი სერიაც შეწყვიტა და რევანშიც აიღო.
4 დღის წინ „სამგურალმა“ „დინამო“ საქართველოს თასიდან გააგდო, გარდა ამისა, ანდრეს კარასკოს გუნდს ეროვნულ ლიგაში ბოლო ორი მატჩი წაგებული ჰქონდა. თუმცა, თბილისელებმა ამჯერად შეცდომა არ დაუშვეს და 2:0 მოიგეს.
პირველ ტაიმში ზორან მარუშიჩმა გაიტანა, მატჩის მიწურულს უსმანე კამარამ და კარასკოს შეგირდებმა ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნეს.
თუმცა, ეს შანსი ძალიან მცირეა, რადგან სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 5 ტური დარჩა, „დინამო ბათუმს“ კი 9-ქულიანი უპირატესობა აქვს. „დინამო თბილისი“ მომდევნო ტურში „თელავს“ უმასპინძლებს.
„სამგურალი“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 მარუშიჩი (36), 0:2 კამარა (84)