სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:58 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანი: "ბარსელონაში" ასეთი მატჩების წასაგებად არ მოვსულვარ"

„ბარსელონას“ ფეხბურთელი ილქაი გიუნდოგანი „რეალთან“ წაგების შემდეგ თვითკრიტიკული იყო. როგორც მან თქვა, „ბარსაში“ ასეთი მატჩების წასაგებად არ გადასულა.

„მინდა გულწრფელი ვიყო, მაგრამ გაზვიადების გარეშე, რადგან არ მინდა ის ვთქვა, რაც არ უნდა ვთქვა. გასახდელში იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისა და მსგავსი შედეგის შემდეგ მინდა, მეტი გაბრაზება და მეტი იმედგაცრუება ვნახო.

ეს პრობლემის ნაწილია, მეტი ემოცია უნდა გამოვხატოთ, რადგან, როცა მარცხდები და როცა იცი, რომ უკეთ შეგეძლო თამაში, რეაგირება უნდა მოახდინო. ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, წინააღმდეგ შემთხვევაში „რეალი“ და „ჟირონა“ გაიქცევიან.

აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მსგავსი ტიპის მატჩები წავაგო. როგორც ერთ-ერთ გამოცდილ ფეხბურთელს, მეც მაქვს ჩემი ხასიათი და არ უნდა დავუშვა, რომ მსგავსი რამეები მოხდეს“, - თქვა გიუნდოგანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 24 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერთა დუეტს, „რეალსა“ და „ჟირონას“ 4 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112886