ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ გადამწყვეტი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია და არა ხვიჩა კვარაცხელია.
„კვარაცხელია კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, „ნაპოლის“ გადამწყვეტი ფეხბურთელი არაა. გადამწყვეტი ოსიმენია და სამწუხაროა, რომ ისეთ დიდ მატჩში ვერ ითამაშებს, როგორიც „მილანთანაა“, - აღნიშნა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს 23:45 საათზე „მილანს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.