მადრიდის „რეალს“ ორელინ ჩუამენი წლის ბოლომდე გამოაკლდა. ფრანგმა ნახევარმცველმა „ბარსელონასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც იანვრამდე მოედანზე ვერ გავა.
ორელინ ჩუამენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
ფრანგი ბოლო დროს „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ წესით, „სამეფო კლუბს“ მისი შეცვლა არ გაუჭირდება ნახევარდაცვაში არსებული დიდი კონკურენციის გამო.