ფეხბურთი

0:17 | 29.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: „მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ, ყველა ბედნიერია. ბელინგემი საუცხოო ბიჭია“

მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონასთან" გამარჯვების (2:1) შემდეგ, ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა. ხორვატი შუახაზელი მოედანზე 63-ე წუთზე გავიდა ტონი კროოსის ნაცვლად.

„ეს იყო შესანიშნავი დღე ჩვენთვის! ვერ ავხსნი რა ხდება ბელინგემის თავს. ის ცოტა ხნის წინათ შემოგვიერთდა, მაგრამ ყველას აქვს განცდა, რომ ჩვენთან უკვე დიდი ხანია თამაშობს.

ყველა კმაყოფილია მისი თამაშით, ხასიათით და ადამიანური თვისებებით. შემთხვევითი არ არის, რომ გუნდს ასე კარგად მოერგო. ის უმაღლესი დონის ბიჭია, არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონი. მეჩვენება, რომ მასაც არ სჯერა გატანილი გოლების. ახლა უნდა ეცადოს მსგავსი დონე შეინარჩუნოს.

დღევანდელი გამარჯვება მადრიდის „რეალის" დნმ-ის გამოვლინებაა მისი სუფთა სახით. ბედნიერები ვართ.“ - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს Marca.

მე-11 ტურის მატჩის შედეგის შემდეგ „რეალი“ ესპანეთის პრიმერას ცხრილში პირველობს. „ბარსელონა“ 24 ქულით მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116046