ფეხბურთი

20:43 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეს გარეშე „უოტფორდმა“ „მილუოლს“ ვერ აჯობა

ინგლისური ჩემპონშიფის მე-14 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „მილუოლს“ უმასპინძლა. შეხვედრა 2:2 დასრულდა. ახლა „უოტფორდს“ 17 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-16 ადგილზეა. ასევე 17-17 ქულა აქვთ „ნორვიჩს“ და „ მილუოლს,“ შესაბამისად ისინი მე-17-18 ადგილებს იკავებენ.

შეხვედრა საინტერესო და დრამატული გამოდგა. ჯერ მასპიმძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, მაგრამ 92-ე წუთზე მილეტა რაიოვიჩმა გაიტანა და უოტერფორდელები მარცხისგან იხსნა.

გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგო გახლდათ.

0.114761