სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:12 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„როლინგ სტოუნზის“ ენერგიამ „ბარსელონას“ ვერ უშველა. გმირი ბელინგემი

„ესტადიო ოლიმპიკოზე“ პირველად ჩატარდა „კლასიკო.“ მოგეხსენებათ, „ბარსელონას“ ლეგენდარული „კამპ ნოუ“ თითქმის დაანგრიეს და ახალს აშენებენ.

ვერ ვიტყვით, რომ უკეთესი არ გვინახავს, მაგრამ ამ „კლასიკოსაც“ არა უშავდა. იყო დაძაბულობა, საგოლე მომენტები, გოლები. მაგრამ...

მასპიძლებმა ადრეული გოლით გახსნეს ანგარიში, ილკაი გიუნდოგანმა მაუკვე მე-6 წუთზე გაიტანა. შემდეგ „ბარსა“ თითქოს დაწყნარდა, თუმცა მალევე ფერმინმა ძელს მოარტყა ბურთი.

მეორე ტაიმში „რეალი“ გააქტიურდა და ამას შედეგიც მოჰყვა. მატჩის გმირი მადრიდელთა ახალწვეული, ჯუდ ბელინგემი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი გახლდათ, რომელიც ინგლისელმა საჯარიმოს გარედან შეაგდო. საბოლოოდ - 1:2. „როლინგ სტოუნზის“ ენერგიამ „ბარსელონას“ ვერ უშველა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ სპეციალური, ცნობილი მუსიკალური ჯგუფის, „როლინგ სტოუნზის“ ლოგოიანი ფორმით ითამაშა.

საქმე ისაა, რომ „ბარსელონა“ „კლასიკოში“ მუსიკოსებისა და ჯგუფების ლოგოებით, სტრიმინგ სერვის Spotify-თან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს. „როლინგ სტოუნზის“ ლოგო ფორმაზე ჯგუფის ახალი ალბომის, Hackneys Diamonds-ის გამოშვებას დაამთხვიეს, რომელის პრეზენტაციაც 20 ოქტომბერს გაიმართა. ეს ჯგუფის პირველი ალბომია 18 წლის განმავლობაში. „როლინგები“ სტადიონზეც ისხდნენ და კატალონიელებს ქომაგობდნენ.

28 ოქტომბერი. ბარსელონა. „ესტადიო ოლიმპიკო“

ბარსელონა - რეალი 1:2

1:0 გიუნდოგანი (6), 1:1, 1:2 ბელინგემი (68, 90+2)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო, კრისტენსენი, მარტინესი, ბალდე, კანსელუ (იამალი 77), გიუნდოგანი, გავი, ფერმინ ლოპესი (რომეუ 72), ფერან ტორესი (ლევანდოვსკი 61) , ფელიქსი (რაფინია 77)

მწვრთნელი: ჩავი

რეალი: კეპა, კარვახალი, რუდიგერი, ალაბა, მენდი (კამავინგა 52), ჩუამენი, კროოსი (მოდრიჩი 63), ვალვერდე, ბელინგემი, როდრიგო (ხოსელუ 63), ვინისიუსი (ვასკესი 90+6)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

ბურთის ფლობა: 52%-48%, გაფრთხილება: 2-1, კარში დარტყმა: 3(7)-4(4), კუთხური: 6 -3, თამაშგარე: 1-0, ჯარიმა: 15-16

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.110487