ფეხბურთი

17:12 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივ გუნდს „დინამო ბათუმმა“ 3:1 აჯობა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა თამაში სწრაფი გოლით დაიწყო. მესამე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლი მოჰყვა და სხვაობა გაორმაგდა.

მეორე ნახევრის სტარტზე ზვიად ნაჭყებიამ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ იმერლებმა მეტი ვერ შეძლეს, ხოლო 76-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, „დინამო ბათუმმა“ 67 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისს“ 12 ქულით უსწრებს და მიუხედავად იმისა, რომ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ჩემპიონობასთან უკვე ძალიან ახლოსაა. „სამტრედიას“ შესანიშნავი სერია ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორ ტურში ზედიზედ დამარცხდა და 29 ქულით მერვე ადგილზეა. ბათუმელთა მომდევნო მეტოქე „გაგრა“ იქნება, სამტრედიელთა - „საბურთალო“.

„სამტრედია“ – „დინამო ბათუმი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (3), 0:2 მამუჩაშვილი (41), 1:2 ნაჭყებია (53), 1:3 ფაცაცია (76)

0.113961