„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. „როსონერის“ მწვრთნელმა თქვა, რომ მათი მიზანი სკუდეტოს მოგებაა, გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზეც გააკეთა მოკლე კომენტარი.
„ზედიზედ ორი წაგება გვაქვს და ამიტომ მოედანზე უნდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. როდესაც ასეთ მეტოქეს ეთამაშები, 90 წუთი კონცენტრირებული უნდა იყო. ვფიქრობ, სპორტში წარსულზე არ უნდა იფიქრო, ახლა მთავარი აწმყოა და მხოლოდ მომავალი მატჩია მნიშვნელოვანი. ამ კვირაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, დავუშვით შეცდომები, რომლებსაც წარსულში ნაკლებად ვუშვებდით, ეს შეცდომები ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ხვალ არის შესაძლებლობა ვაჩვენოთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ. კონკურენტები გვყავს, თუმცა, ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოგებაა, ეს ნამდვილად ასეა.
კვარაცხელია? ის არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ყურადღებით უნდა ეთამაშო, რადგან მას შეუძლია ბევრი რამ დაგიშავოს ერთი-ერთზე თამაშში, შესაბამისად, ასეთ სიტუაციებში მასზე თვალი უნდა გვეჭიროს“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „მილანის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.