ფეხბურთი

1:25 | 28.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ისევ მოიგო და პრემიერლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტური ლონდონური დერბით დაიწყო, რომელშიც „ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასი“ დაამარცხა და ლიდერობას ამ ტურის შემდეგაც შეინარჩუნებს.

„დეზებს“ იოლი თამაში არ ჰქონიათ, მაგრამ მეორე ტაიმში უორდის ავტოგოლითა და სონის გოლით 2:0 დაწინაურდნენ. მატჩის მიწურულს ჯორდან აიუმ შეამცირა სხვაობა, მაგრამ როი ჰოჯსონის გუნდმა მეტი ვეღარ მოახერხა.

„ტოტენჰემს“ 10 ტურში 26 ქულა აქვს (8 მოგება, 2 ფრე), რის შედეგადაც, პირველ ადგილზეა და სხვა შედეგების მიუხედავად, ტურის დასრულების შემდეგაც ლიდერი იქნება. ანდრეს პოსტეკოღლუს გუნდი მომდევნო ტურში 6 ნოემბერს, „ჩელსის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10741