ფეხბურთი

16:03 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: კვარაცხელიას "მილანთან" ანგარიში აქვს გასასწორებელი

იტალიის სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს, მატჩის წინ კი Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს, რომელიც „როსონერისთან“ რევანშისთვის ემზადება.

„კვარაცხელიას თითქოს ანგარიში აქვს გასასწორებელი, რადგან თუ ხვიჩამ გასულ სეზონში „სან სიროზე“ ჩემპიონის უნარები აჩვენა და თამაშის ბალანსი შეცვალა, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩები მისთვის დიდად დასანანი გამოდგა, ვინაიდან არაჩვეულებრივი სეზონი შეიძლებოდა უფრო გამორჩეული ყოფილიყო, „ნაპოლი“ უდიდესი საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში რომ გასული გასულიყო“, - წერს გამოცემა.

მოგეხსენებათ, „მილანმა“ „ნაპოლის“ მეოთხედფინალში აჯობა (1:0, 1:1). კვარაცხელიამ პირველ მატჩში პირველივე წუთზე ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში პენალტი გააცუდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ – „მილანის“ მატჩი 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111564