ფეხბურთი

12:30 | 27.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჰოლანდისგან ყოველ მატჩში 7 გოლს ითხოვენ, მაგრამ ეს შეუძლებელია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნორვეგიელზე ზეწოლა დიდია, რადგან მისგან ყოველ მატჩში 7 გოლის გატანას ითხოვენ.

„მასზე ზეწოლაა გასული სეზონის და არა მხოლოდ გასული სეზონის შედეგების გამო. მისგან ყველა მატჩში 7 გოლის გატანას ითხოვენ და ეს შეუძლებელია. შესაძლოა, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში უფრო კარგად ითამაშოს, ვიდრე ახლა. ერლინგი წარმოუდგენელი პროფესიონალი და დიდი სპორტსმენია. ის ჩართულია თამაშის პროცესში, არ მინდა, მხოლოდ საჯარიმოში იდგეს და გოლები გაიტანოს“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა ყველა ტურნირზე 14 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.120664