ამსტერდამის „აიაქსის“ კოშმარული პერიოდი გრძელდება და სიტუაცია ჯერ ვერც მორის სტეინის გათავისუფლებამ შეცვალა.
ნიდერლანდური გრანდი ევროპა ლიგის მესამე ტურში სტუმრად „ბრაიტონთან“ უშანსოდ 0:2 დამარცხდა. გუნდს დროებით ჰედვიგეს მადურომ უხელმძღვანელა. გიორგი მიქაუტაძე განაცხადში არ იყო, როგორც კლუბმა გაავრცელა განცხადება, ის ავადაა და ინგლისში საერთოდ არ წასულა.
„აიაქსი“ ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა ჯერ შანსი არ დაუკარგავს, რადგან ლიდერ „მარსელს“ 5 ქულა აქვს, „ბრაიტონსა“ და აეკ-ს 4-4.