უეფამ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის 5 საუკეთესო საგოლე პასი გამოავლინა და ხუთეულში ორი ქართველია - ხვიჩა კვარაცხელია და ირაკლი აზაროვი.
კვარას პასით „უნიონთან“ ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა, ხოლო აზაროვმა საგოლე გადაცემა „ბარსელონასთან“ გეორგი სუდაკოვს გაუკეთა. ირაკლისთვის ეს პირველი შედეგიანი პასი იყო ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში, ხოლო ხვიჩასთვის - მიმდინარე სეზონში.
გარდა ამისა, ხუთეულში მოხვდა კრისტიან ერიკსენი (ჰარი მაგუაირზე პასი), გაბრიელ ჟეზუში (გაბრიელ მარტინელიზე) და მეტ ო’რაილი (კიოგო ფურუჰაშიზე).