ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა მარკუს ბაბელმა „დორტმუნდის“ მცველი ნიკლას ზულე გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ზულეს დისციპლინასთან პრობლემები აქვს და ძალიან ბევრს ჭამს.
„ზულე კარგია, მაგრამ არა ძალიან კარგი. ვფიქრობ, მას პრობლემები აქვს დისციპლინასთან, ამაზე მიანიშნებს ის, რომ ასეთ დონეზე 3-4 კილოგრამით მეტს იწონის, რამდენიმე დეფექტი აქვს. ასევე ფაქტია, რომ კვირაში 6-ჯერ პიცას და 8-ჯერ ქაბაბს ჭამს, ეს არ აირს კარგი. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გაკეთების უფლება არ აქვს, მაგრამ ყოველდღე არ უნდა ასე არ უნდა იკვებოს“, - თქვა ბაბელმა.