ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრებმა მცირე წინსვლა განიცადა, რომელიც 3 საფეხურით დაწინაურდა.
ვილი სანიოლის გუნდმა რეიტინგს თითქმის 13 ქულა შემატა, რის შედეგადაც 1312.14 ქულით 76-ე ადგილზე აღზევდა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში ტაილანდის (8:0) და კვიპროსის (4:0) ნაკრებები გაანადგურა.
…74. კაბო ვერდე - 1326.93
75. ჩრდ. ირლანდია - 1325.06
76. საქართველო - 1312.14
77. სალვადორი - 1307
78. ჰონდურასი - 1305.07
რეიტინგის სათავეში კვლავ არგენტინის ნაკრებია, რომელიც საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს უსწრებს. ათეულში სამი ცვლილება მოხდა: პორტუგალია და ესპანეთი ორ-ორი საფეხურით დაწინაურდნენ, ხორვატია 4 პოზიციით დაქვეითდა.
1. არგენტინა - 1861.29 ქულა
2. საფრანგეთი - 1853.11
3. ბრაზილია - 1812.2
4. ინგლისი - 1807.88
5. ბელგია - 1793.71
6. პორტუგალია - 1739.83
7. ნიდერლანდები - 1739.26
8. ესპანეთი - 1725.97
9. იტალია - 1717.81
10. ხორვატია - 1711.88
2023 წლის ბოლო რეიტინგს ფიფა 30 ნოემბერს გამოაქვეყნებს.